ევროკავშირი ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ასევე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიწვევას გეგმავს.ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.„გარდიანის“ ცნობთ, სამიტზე განხილული იქნება ახალი ორგანიზაცია, რომელიც ევროპის კონტინენტის დემოკრატიებს გააერთიანებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის სამიტზე მიწვეულებს შორის იქნებიან ასევე ნორვეგია და შვეიცარია, აგრეთვე ცხრა ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვიან, მათ შორის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, აგრეთვე სომხეთი და აზერბაიჯანი.ამასთან, როგორც მედია წერს, ევროკავშირის შიგნით სადავოა სამიტზე თურქეთის მიწვევის საკითხი, რადგან ამას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან. როგორც შარლ მიშელმა ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა მიიწვიოს თურქეთი, თუმცა მას სურს, დარწმუნდეს, რომ ამას ყველა კოლეგა უჭერს მხარს.