ახალ სააღმზრდელო წელს დედაქალაქი ორი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - დედაქალაქს ერთი ახლადაშენებული და ერთიც რეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მთაწმინდის რაიონში მდებარე N155 ბაგა-ბაღი, რომლის ავარიული შენობის რებილიტაციაც დასრულებულია, თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა. ალტერნატიულ ფართში განთავსებული ბაღის კონტინგენტი სექტქემბრიდან განახლებულ, სრულად ადაპტირებულ შენობაში დაბრუნდება. აღსაზრდელების პირველ ნაკადს მიიღებს რამდენიმე დღეში ისნის რაიონში მდებარე, ახლადაშენებული N88 ბაგა-ბაღი. თანამედროვე სტანდარტების გარემოში 250-მდე ბავშვი ისწავლის. 2022-2023 სააღმზრდელო წელი თბილისის ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება.