„ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები 12 პუნქტთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვედნენ.როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შეხვედრა შემაჯამებელი სახისაა, სადაც მესამე სექტორს მათი სამუშაო ჯგუფების მიერ ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით შესრულებულ სამუშაო გააცნეს. მისი თქმით, ოპოზიციამ 7 საკითხზე კანონპროექტი უკვე შეიმუშავა.