სოსო გოგაშვილი ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პრიცესის საბოტაჟში ადანაშაულებს. სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მორიგი წერილი დღესაც გაავრცელა. როგორც გოგაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ მიზნით ისინი დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამუშაო ჯგუფებში ისეთი ორგანიზაციებით ანაცვლებენ, რომლებიც ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლდებიან.
გოგაშვილი აცხადებს, რომ ის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გასაჯაროებას გეგმავს, რომლებიც სუს-თან თანამშრომლობენ.