''ქართული ოცნებიდან'' წასულ დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს არ უკვირს, რომ მისი თანაგუნდელების პოზიცია პრემიერ-მინისტრის განცხადებებს არ ემთხვევა. მისი თქმით სწორედ ამ მიზნით დატოვეს მმართველი პარტია, რომ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ, ამით კი ხელისუფლების წარმომადგენლებს უხერხულობა არ შექმნოდათ. მისივე განმარტებით, მათმა მიდგომამ გაამართლა, ამ დროისთვის ომის პროპაგანდასა და რადიკალურ პროცესებს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში ლეგიტიმაცია არ გააჩნია.