საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დილიდან განხილვის თემაა. ოცნებიდან წასული ოთხეულის შესახებ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ პოზიციას ხელისუფლება ისედაც არ იზიარებდა და ახალი აქ არაფერია. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პრემიერის განცხადების შემდეგ, რომლითაც მან ამერიკასა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებასა და უალტერნატივობაზე ისაუბრა, ოთხეულმა საკუთარი თავი ამოწურა.