პაატა მანჯგალაძის შეფასებით, პრეზიდენტი არ არის ფაქსიმილეს აპარატი, რომ როგორც უნდა ისე დაარტყას კობახიძემ ან პრემიერ-მინისტრმა, ამიტომ საკონსტიტუციო დავა მნიშვნელოვანი იქნება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ იქნება. მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გამიჯვნოდა ანტიდასავლურ რიტორიკას.
მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრთა განცხადებების რიტორიკა იმის მიხედვით იცვლება, თუ რა წარმატებას აღწევს უკრაინა ფრონტზე.