გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს 22 ახალი ავტომობილი შეემატა. პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილები დედაქალაქის და რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ. 22 ახალი ავტომობილიდან - 10 ერთეული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოშის პროექტის ფარგლებში იქნა შეძენილი, ხოლო 12 მანქანის შესაძენად სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები მობილიზდა.
2019 წელს, დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემატა, ხოლო 2021 წელს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟებისათვის 5 ერთეული „მიცუბიში L-200“ იქნა შეძენილი.