21:10
15 ოქტომბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
2020 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოქვეყნდა
16-09-2019

ბრიტანულმა ჟურნალმა Times Higher Education-მა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველ ათეულში 7 ამერიკული უნივერსიტეტია, სამი კი ბრიტანული.

ხუთეული ასეთია: ოქსფორდის უნივერსიტეტი; კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; კემბრიჯის უნივერსიტეტი; სტენფორდის უნივერსიტეტი; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

სწავლების ხარისხი, კვლევითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ინოვაციებში შეტანილი წვლილი, უნივერსიტეტის გლობალურობის ხარისხი - ეს არის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც საუკეთესო უნივერსიტეტებს არჩევენ.

გასულ წელს, რეიტინგში ქართული უნივერსიტეტებიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1001(ათასმეერთე) პოზიციით განთავსდა,რომელიც  წელსაც ამავე პოზიციაზეა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები