11:21
22 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი მცირედით გაუმჯობესდა
03-08-2020

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი მცირედით გაუმჯობესდა მეორე კვარტალთან შედარებით, მაგრამ გაუარესდა 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

ქართველმა ეკონომისტებმა ასევე უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური ვითარება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. დამატებით, გამოკითხვის ფარგლებში, ექსპერტებმა გააკეთეს პროგნოზი საქართველოს ძირითად მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე. შედეგების მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2020 წელს მინუს 5%-ს შეადგენს.

კვლევაში საუბარია პოსტ-პანდემიურ პერიოდზეც და ქართველი ეკონმისტების მოლოდინებზეც. ექსპერტების უმრავლესობის (60%) აზრით, ეკონომიკას 12-18 თვე დასჭირდება პრე-პანდემიური მდგომარეობის მისაღწევად.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები