00:50
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წლის ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოქვეყნდა - რამდენ ქვეყანაში აქვთ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების საშუალება
09-01-2020

კომპანია Henley&Partners-ი 2020 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძლიერ და სუსტ პასპორტებს ასახელებს. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია იკავებს, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 191 ქვეყანაში შეუძლიათ.

რეიტინგის მიხედვით, მე-2 ადგილზე სინგაპურია. აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები 190 ქვეყანაში დაფრინავენ უვიზოდ. მე-3 ადგილზე ერთდროულად სამხრეთ კორეა და გერმანია გავიდნენ, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 189 ქვეყანაში შეუძლიათ. ძლიერი პასპორტების რეიტინგში მე-4 პოზიციას იტალია და ფინეთი იკავებენ, რომელთა მოქალაქეებსაც 188 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე გადაადგილება; მე-5 ადგილზე კი - ესპანეთია, საიდანაც ვიზის გარეშე მიმოსვლა 187 ქვეყანაშია შესაძლებელი.

რეიტინგში საქართველოს პასპორტი 53-ე ადგილზეა, რომლის მეშვეობითაც ვიზის გარეშე მოგზაურობა მსოფლიოს 116 ქვეყანაშია შესაძლებელი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები