08:08
9 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წლის 1-ლი იანვრიდან საოჯახო სასტუმროები წყლის საფასურს ახალი წესით გადაიხდიან
13-12-2019

2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი  -  ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება.

გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად  ბინას ტურისტებზე აქირავებს და უწევს მათ მომსახურებას.

ახალი დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის საოჯახო სასტუმროებს მოხმარებული წყლის საფასური ერთ-ერთი შემდეგი წესით დაერიცხება -  თუ დაწესებულება ერთი თვის განმავლობაში 25 კუბურ მეტრზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25 კუბურ მეტრზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

მეორე შემთხვევაში კი ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით - ბინის იმ ნაწილზე, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს  არასაყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები