21:02
13 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წელს უმუშევრობის დონე შესაძლოა, 15-20%-მდე გაიზარდოს - PMCG
31-07-2020

2020 წელს უმუშევრობის დონე შესაძლოა, 15-20%-მდე გაიზარდოს - ამის შესახებ, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) კვლევაშია აღნიშნული.

კვლევაში ეკონომიკის ექსპერტები პოსტპანდემიურ პერიოდს აანალიზებენ. ეკონომისტების 60%-მა აღნიშნა, რომ 2020 წელს საშუალო უმუშევრობის დონე გაიზრდება და 15-20%-ს მიაღწევს.

მათივე პროგნოზით, „საქართველოს ეკონომიკური ვითარება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ქართველმა ეკონომისტებმა ასევე უარყოფითად შეაფასეს.

ნიშანდობლივია, რომ მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები გაუმჯობესდა 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მაგრამ ოდნავ გაუარესდა 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები