23:37
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წელს სახელმწიფოების ვალი 277 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება
20-11-2020

მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ვალი 2020 წლის ბოლომდე 277 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 365%-ს შეადგენს. მსგავს შეფასებას აკეთებენ ვაშინგტონში მოქმედი „საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის“ ექსპერტები გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც მსოფლიოს მთავარ კერძო საბანკო-საფინანსო ლობისტურ ფინანსურ ორგანიზაციაში აცხადებენ, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს მასშტაბით ვალის 15 ტრილიონი დოლარით ზრდის მიზეზი გახდა.

ამასთან, მათი მონაცემებით არაფინანსური სექტორის ვალი წელს 210 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, მაშინ როცა 2019 წელს 194 ტრილიონი დოლარი იყო. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების ვალი მათი ჯამური მთლიანი შიდა პროდუქტის 210%-ს უახლოვდება, გასულ წელს - ის 185%-ს, ხოლო ათი წლის წინ 140%-ს უდრიდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,4%-ით შემცირდება, მაგრამ ის 5,2%-ით გაიზრდება მომავალ წელს.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები