04:02
8 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წელს საერთაშორისო ტურიზმი დაახლოებით 80%-ით შემცირდება
13-07-2020

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, მასპინძლობის მართვის ინსტიტუტთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მსოფლიოში ტურიზმის სექტორის გამოწვევებთან დაკავშირებით კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კვლევა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობდა.

ანგარიშში განხილულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შემდეგი დასკვნები: 2020 წელს საერთაშორისო ტურიზმი დაახლოებით, 80%-ით შემცირდება; პანდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის ინდუსტრიაში შემცირდება 50 მილიონი სამუშაო ადგილი; ყველაზე მეტად, აზიის ქვეყნები დაზარალდებიან, ეპიდემიური აფეთქების შემდეგ და ინდუსტრიის აღსადგენად დაახლოებით, 10 თვე იქნება საჭირო რეკომენდაციების თანახმად, სასურველია, დაწესდეს მკაცრი რეგულაციები ავიაკომპანიების მიერ მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით და თითოეულ შემთხვევაზე განისაზღვროს მგზავრთა განლაგების წესი გადაფრენის დროს. მკვლევართა გუნდმა სავალდებულო კარანტინთან დაკავშირებითაც წარადგინა რეკომენდაციები.

ამასთან, კვლევაში განხილულია მცირე და საშუალო კომპანიების მიმართ სასურველი საგადასახადო პოლიტიკა და შეთავაზები, რომელიც ქვეყნებს COVID-19-სგან მიყენებული ზიანის მოკლე ვადებში დაძლევაში დაეხმარება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები