11:04
25 იანვარი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2020 წელს ბუნებრივმა კატასტროფებმა მსოფლიო ეკონომიკას 210 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა
12-01-2021

მსოფლიოს უდიდესი გადამზღვევი კომპანიის, Munich Re-ს ინფორმაციით, 2020 წელს მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ჯამური ზარალი, 210 მილიარდ დოლარს აღწევს. ამასთან, ამ კატასტროფების უმეტესი ნაწილი, გლობალური დათბობის პროცესით არის გამოწვეული.

გერმანული კომპანიის მონაცემებით, წინა წელს კატასტროფებით გამოწვეული ზარალის მოცულობამ 166 მილიარდ დოლარს მიაღწია. Munich Re-ში აცხადებენ, რომ ასეთი მკვეთრი ზრდის მთავარი მიზეზი, გლობალური დათბობაა და ეს პრობლემა სასწრაფოდ გადაჭრას საჭიროებს.

ცნობისთვის, ზარალის ნაწილი, კერძოდ 82 მილიარდი დოლარის ქონება, დაზღვეული იყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები