ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბოლო დღეს საკმაოდ ბევრი გარიგება შედგა. ოფიციალურად პიერ ემერიკ ობამეიანგი კარიერას ბარსელონადან ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს. ბარსელონა ასევე დატოვა სერჟინიო დესტმა და მარტინ ბრაიტვეიტმა.
დესტი ერთწლიანი იჯარით მილანში იასპარეზებს, ბრაიტვეიტი კი ესპანიოლის მაისურს მოირგებს. თავის მხრივ კატალონიელებმა ორი ფეხბურთელი დაიმატეს. მარკოს ალონსო ჩელსიდან და ჰექტორ ბელერინი არსენალიდან.
რაც შეეხება ვალენსიას, ღამურები გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, კარლოს სოლერმა დატოვა, რომელიც კარიერას ფრანგულ გრანდში, პარი სენ ჟერმენში გააგრძელებს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ასევე ბევრი იწერებოდა ქართველ გოლკიპერზეც, რომ შესაძლებელი იყო ის სხვა გუნდში გვეხილა, თუმცა გიორგი მამარდაშვილი ვალენსიამ პირველ გუნდში ოფიციალურად დაარეგისტრირა.