საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის პირველი ტურის მატჩში „თბილისი არენაზე“ ბელგიის ნაკრებთან ოვერტაიმში, 76:79 დამარცხდა. ფაქტობრივად, მთელი შეხვედრა, სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში სანდრო მამუკელაშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით ჩვენმა გუნდმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინ გასვლაც მოახერხა. საბოლოოდ თამაშში ოვერტაიმი დაინიშნა, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა გოგა ბითაძის გარეშე ჩაატარა.
ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ფეხის ტრავმა მიიღო და მატჩის დასრულება ვეღარ შეძლო. ოვერტაიმში ყველაფერი ჯონათან ტაბუს სამქულიანმა გადაწყვიტა, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე ჩააგდო. დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრებას დუდა სანაძე შეეცედა, მაგრამ მისი ნასროლი ზუსტი არ აღმოჩნდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 13 მოხსნა მოაგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
ტად მაკფადენის ანგარიშზე 17 ქულაა, გოგა ბითაძემ კი მეტოქეს 14 ქულა ჩაუგდო. ბელგიის ნაკრებიდან 14 ქულით გამორჩეული ჯონათან ტაბუ იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს თამაში მოაგებინა.საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მომდევნო მატჩს 3 სექტემბერს, 21:00 საათზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.