აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის დემოკრატიას "ექსტრემისტები" საფრთხეს უქმნიან. კერძოდ, ბაიდენმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, „რესპუბლიკელების“ ნაწილთან ერთად, წარმოადგენს ექსტრემიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკის საფუძვლებს. მისი თქმით, აღნიშნულ ძალებს ქვეყნის უკან დახევა აქვთ გამიზნული.
„მათ ძალებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს ქვეყანა უკან დახიონ. უკან დახიონ ამერიკაში, სადაც არ არსებობს არჩევანის უფლება, კონფიდენციალურობის უფლება, კონტრაცეფციის უფლება, იმაზე დაქორწინების უფლება, ვინც გიყვარს“, - აღნიშნა ბაიდენმა.