საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნის განკარგულებისთვის ხელის მოწერის მიზეზებს განმარტავს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება იმის გამო არ მიუღია, რომ „ვიღაცამ დააძალა, ან რაღაცის შეეშინდა“.
პრეზიდენტის თქმით, 3 კვირაში გაერო-ს გენერალური ასამბლეა იმართება და სწორედ აღნიშნულიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მან ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საიდუმლო კონსულტაციების გავლის გარეშე, ხელის მოსაწერად მას კიდევ 7 ელჩის წარდგენა გაუგზავნეს. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. ზურაბიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას „სულმოუთქმელად“ დაელოდება.