იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს უახლოეს დღეებში მიმართავს. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიზანი ცალკე ექსპერტიზისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება გახლავთ. სააკაშვილის უფლებადამცველი სამხარაულის ექსპერტთა ჩართვაზე უარს არ ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ აუცილებელია გონივრულ ვადაში, კანონის სრული დაცვით მოხდეს პროცესის განხორციელება და საბოლოო დასკვნის დადება. ხელისუფლების პოზიცია კი კვლავ უცვლელია, კობახიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.