ორი დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიო 25 წლის შეყვარებულს, კამილა მორონეს დაშორდა. მედიაში ხუმრობენ, რომ ამერიკელ მსახიობს არ უყვარს 25 წელს გადაცილებულ ქალებთან ურთიერთობა და მათ "დაბერებისთანავე“ ემშვიდობება.
კამილასთან დაშორების შემდეგ კინოვარსკვლავი ახალ სკანდალში გაეხვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ლეო ივლისში, სენ-ტროპეში იახტაზე საიდუმლოებით მოცულ შავგვრემან ლამაზმანთან ერთად გაერთო.
ქალი 22 წლის უკრაინელი ბლოგერი მარია ბერეგოვა აღმოჩნდა, რომელიც ახლახან დაშორდა ქმარს, 30 წლის აჰმედ მასუდ აბდელჰაფიდს.
მისი ყოფილი მეუღლე, დიდძალი ქონების პატრონია, რომელიც მართავს მოდის იმპერიას მონაკოში, მისი ბაბუა კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ დიქტატორი მოამარ კადაფის მთავრობაში. აჰმედ მასუდ აბდელჰაფიდის ბაბუა კადაფის ხელისმომკიდეც კი ყოფილა ქორწილში... იხილეთ სტატია სრულად Ambebi.ge-ზე