იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს უახლოეს დღეებში მიმართავს. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიზანი ცალკე ექსპერტიზისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება გახლავთ, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.
რატი ბრეგაძის განცხადებით, ის რომ მიხეილ სააკაშვოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, არცერთი დასკვნით არ დგინდება, ამ საკითხზე მხოლოდ მისი თანაგუნდელები საუბრობენ. წონის კლება კი ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემებთან არ არის დაკავშირებული.
ბრეგაძის მტკიცებით, პატიმრობის პერიოდში სააკაშვილს სახელმწიფოს მხრიდან ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.