ენერგოდარის მერ, დმიტრო ორლოვის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წევრებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე ვერ მიაღწიეს, რადგან მარშრუტი დაბომბეს.
მისი თქმით, რუსული ძალები ბომბავენ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტებს, რომლის საშუალებითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ელექტროსადგურზე უნდა ჩასულიყო, რის გამოც ექსპერტების ჯგუფი ამჟამად, უსაფრთხოების გამო, გადაადგილებას ვერ ახერხებს.
„მოვითხოვთ, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს პროვოკაციები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უკრაინის ატომურ ობიექტზე შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს“, - განაცხადა მერმა.