ნავთობკომპანია გალფმა დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე, თერჯოლის გადასახვევთან Gulf Store-ის პირველი კონცეპტუალური მაღაზია გახსნა. ეს არის ყველაზე დიდი ობიექტი გალფ სთორის ქსელში.
მასშტაბიდან გამომდინარე, აქ შესაძლებელი იქნება საშუალოდ 5-ჯერ მეტი მომხმარებლის მიღება და მომსახურება. კონცეპტუალური მაღაზიის ინტერიერში სრულად წარმოჩენილია "გალფის" ბრენდის განვითარების ისტორია შექმნის დღიდან დღემდე.
ახალ მაღაზიაში მისულ მომხმარებლებს 15 სექტემბრამდე ყოვედღიური აქციები და ფასდაკლებები ელოდება.