უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებული 45 547 დანაშაული დაარეგისტრირეს. მათივე ინფორმაციით, 31 აგვისტოს მდგომარეობით დაფიქსირებულია ომისა და აგრესიის 31 059 დანაშაული, აქედან ომის კანონებისა და წესების დარღვევის 29 877 ფაქტი, აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და წარმოების 73 ფაქტი, ომის პროპაგანდის 30 შემთხვევა და სხვა ტიპის 1079 დანაშაული.
ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რეგისტრირებულია 15 000-მდე დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიღუპა 379 ბავშვი, 735-ზე მეტი კი - დაიჭრა.