საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა 2022/23 წლების საკლუბო სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ლეხ პოზნანის ფეხბურთელმა თავი პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურის შეხვედრაში გამოიჩინა, რომელშიც მისმა გუნდმა სტუმრად ლეხია გდანსკს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
კვეკვესკირმა თამაში სასტარტოში შემადგენლობაში დაიწყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერი გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 74-ე წუთზე გავიდა. ნიკამ მატჩის მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა, გოლი კი ბრწყინვალე გამოვიდა. მან კუთხურის გათამაშების შემდეგ, საჯარიმოს გარედან შესრულებული უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით გაიტანა.
ლეხ პოზნანს 6 თამაშში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კვეკვესკირისა და წიტაიშვილის გუნდი შინ 4 სექტემბერს, ვიძევთან გამართავს.