როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, არის კლუბები, რომლებიც გიორგი მამარდაშვილის თაობაზე ვალენსიასთვის შეთავაზების გაკეთებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს საათებში აპირებს.
წყაროს ცნობით, გუნდები კარლოს სოლერთან დაკავშირებული ნერვიულობის გამოყენებას აპირებენ და ისეთი პირობის შეთავაზებას გეგმავენ, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობასა და თავად ფეხბურთელს ძალიან დააფიქრებს. სტატიის მიხედვით, ტოპ კლუბები გიორგის დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ, მისმა კარგმა თამაშმა კი მოულოდნელი წინადადების შანსები მკვეთრად გაზარდა.
ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა ფინანსურ Fair Play-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და გამოსასყიდი თანხის გაზრდას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს.
"შესაბამისად, ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა კვლავ20 მილიონს შეადგენს, რაც ზოგიერთ გრანდს აიძულებს, უკანასკნელ საათებში შეთავაზება გააკეთონ" - წერს გამოცემა.