საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის პირველ მატჩს დღეს, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ქვეყნის გუნდი ევრობასკეტს დიდი დანაკლისით ხვდება. ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ, 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო. მისი ადგილი კი მიხეილ ბერიშვილმა დაიკავა, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა და ფორმა ცოტა ხნის წინ აღიდგინა.
თამაშის წინა დღეს ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდმა ოფიციალური პრეს-კონფერენცია გამართა. საქართველოს ნაკრებიდან წარმოდგენილები იყვნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერი გიორგი შერმადინი.
ილიას ზუროსის განცხადებით, ამ ეტაპზე გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისათვის ევრობასკეტის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანია. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის გასამართი დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, შეხვედრა ახლად აშენებულ თბილისი არენაზე გაიმართება.