საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები“, - წერს დარჩიაშავილი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში . ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. „პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შევხვდი. განვიხილეთ მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი“, - წერს კულება „ტვიტერში“.