საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
პრემიერმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.