საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, არასამთავორობო ორგანიზაციებისა და თავად საია-ს მიერ, სახალხო დამცველის პოზიციაზე კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ-ჯერობით არ დაუწყიათ.
ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ჩართულები არ არიან. მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს ერთი კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წარუდგინონ, ვინაიდან მისივე თქმით საჭიროა რომ სამართლიან გარემოში მოხდეს კანდიატურების არჩევა.