დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. გამოცდები ჩააბარეს ცნობილი ადამიანების შვილებმაც.
ნინო ჩხეიძის ერთადერთმა ქალიშვილმა, მარიამ კორახაშვილმა Webster university-ში ჩააბარა.
"წარმატებები, დე...“ - წერს მომღერალი.
უკვე სტუდენტია ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილის, იგივე "მამულიჩას" შვილიც. მარიამ მამულაშვილმა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მომღერლის შვილი დაზგურ ფერწერაზე ისწავლის.
ეკა ბესელიას ქალიშვილმა, ლიზი გუბელაძემ სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა არჩევანი.
"თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფაკულტეტი ხელოვნების ისტორია და თეორია გილოცავ სტუდენტობას ჩემო პრინცესა ლიზა, გამიხარდა, რომ ხელოვნებისკენ აიღე გეზი… მე მჯერა შენი და ვიცი, რომ ყველაფერს რაც კარგია, დიდებულია - შეძლებ!“ - წერს ბედნიერი დედა სოციალურ ქსელში.
უკვე სტუდენტია მუსიკოს აჩიკო გულედანისა და ნინი ბუკიას ქალიშვილი მარიამი.
"ესეც ასე,
წინ სიგიჟეები, აღმოჩენები, შეცდომები, ტვინის სხმები, ბედნიერებები და იმედია ძალიან ბევრი სწავლა... აბა შენ იცი, დე", - წერს მარიამის დედა "ფეისბუქის" პირად გვერდზე... წაიკითხეთ სტატია სრულად