16:33
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ბანკების წმინდა მოგება 48 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდა
22-01-2020

2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132 მილიონ 19 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48 მილიონ 462 ათასი ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 მილიონ 916 ათასი ლარით მეტია.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება 119 მილიონ 103 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83 მილიონ 557 ათასი იყო.

ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452 მილიონ 796 ათასი  ლარი, ხოლო ხარჯებმა 299 მილიონ 671 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ 876 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 5 მილიონ 254 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 37 მილიონ 858 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ბანკებმა 21 მილიონ 32 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები