13:47
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წლის აგვისტოში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით საქართველოში შემომავალმა ფულადმა გზავნილებმა 10 მილიონ 700 ათასი დოლარით მეტი შეადგინა
18-09-2019

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146 მილიონ 400 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 428 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა, რაც 7.8%-ით ანუ 10 მილიონ 700 ათასი დოლარით მეტია 2018  წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2019 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 35 მილიონ 400 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 20 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 15 მილიონ 100 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საბერძნეთი და ისრაელი ინაწილებენ, შესაბამისად, 14 მილიონ 700 ათასი  და 14 მილიონი დოლარით.

ამასთან, სებ-ის ცნობით, საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ 55 მილიონ 700 ათასი ლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით მეტია.

AutoPlay
უდიდესი მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - ტაბახმელაში York Town-ის მშენებლობა იგეგმება
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკის მოწყობა იგეგმება
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
ორგანულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა იზრდება - რომელია პროდუქტის მწარმოებელი ლიდერი ქვეყნები
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გერმანია კომპანია “ჰუავეის” თავისი 5G მობილური ქსელიდან არ გათიშავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ინდოეთის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს რობოტები ემსახურებიან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები