17:54
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა
17-01-2020

2019 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მილიონ 96  ათასი ტონა შეადგინა, რაც 2 ათას 900 ტონით ანუ 0,26%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა 544 ათას 300 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 551 ათას 700 ტონა შეადგინა.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს  თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 329 ათას 900 ტონა განხორციელდა რუსეთიდან, რაც მთელი იმპორტის 30,1%-ს შეადგენს. მას მოსდევს - რუმინეთი - 300 ათასი ტონით, მე-3 ადგილზეა აზერბაიჯანი - 170 ათას 200 ტონით. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 119 ათას 400 ტონით; ბულგარეთი - 92 ათას 400 ტონით, საბერძნეთი - 60 ათას 700 ტონით და თურქეთი - 19 ათას 800 ტონით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები