13:00
27 იანვარი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოს აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 3.5%-ით გაიზარდა
15-01-2020

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში, 5 მილიონ 209 ათას 505 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად, 2018 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 3.5%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 27.63%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 მილიონ 692 ათას 175 მგზავრს მოემსახურა, რაც 3.06%-ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის თორმეტი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, რაც გასული წლის 8 ივლისიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით იყო განპირობებული. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.51%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 873 ათას 616 მგზავრი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით კი 624 ათას 151 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 4.22%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია გასული წლის დაჯამებული მონაცემებით 8 ათას 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 25.77%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში ათას 966 მგზავრი მიიღო, რაც 24%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

AutoPlay
1-ლი თებერვლიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი იცვლება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
რიგით მეცხრამეტე - საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ხილის 5 სახეობა, რომელსაც საქართველო უცხოეთში ყიდულობს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
MICROSOFT-ის აღმასრულებელი დირექტორი გარემოს დაცვაზე ბიზნესმოდელებსა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკის ნორმებზე
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
Amazon-ი პენტაგონისა და Microsoft-ის 10-მილიარდიანი კონტრაქტის შეწყვეტას სასამართლოს სთხოვს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კანადამ Volkswagen 149,7 მლნ დოლარით დააჯარიმა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები