12:04
28 სექტემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა - „საქსტატი“
22-01-2020

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა. საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში კი თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი შედიან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 834 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 771 მილიონ 500 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 63 მილიონ 200 ათასი დოლარი იყო.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 მილიარდ 291 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიარდ 352 მილიონ 300 ათასი  დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები