02:22
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული, 21 მილიონი დოლარის ღირებულების ციტრუსი გავიდა
23-01-2020

საქართველოდან რეკორდული ღირებულების ციტრუსი გავიდა ექსპორტზე.

კერძოდ, მთავრობის ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან 21 მილიონი ამერიკული დოლარის ციტრუსი გავიდა ექსპორტზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს მონაცემი 44.4%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 834 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 771 მილიონ 500 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 63 მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენს. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელმა 825 მილიონ 700 ათასი დოლარი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით, 13%-ით მეტია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები