07:53
22 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2019 წელს ბანკებმა 45.7 მლნ ლარით მეტი ღირებულების ქონება დაისაკუთრეს, ვიდრე 2018-ში
17-01-2020

2019 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 210 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 45 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 165 მილიონ 200 ათასი ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის ცნობით, გასული წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 22 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 27 მილიონ 800 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.

გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში 9 მილიონ 500 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 12 მილიონ 100 ათასი  ლარი იყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები