საქართველოს მთავრობამ ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ცხოველების დაცვის მოთხოვნებს შეეხება. რეგლამენტში განსაზღვრულია რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, როგორი უნდა იყოს მათი საკვები რაციონი და რა სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი თითოეული ხბოსთვის. რეგლამენტი ასევე მოიცავს ფერმერებისთვის განსაზღვრულ ვეტერინარიულ მოთხოვნებსაც.
რეგლამენტის მიხედვით, ხბო განიმარტება როგორც 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელი. დადგენილება 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
რეგლამენტის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე - Matsne.gov.ge