საფრანგეთის ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „მეცმა“ გასვლაზე 4:1 სძლია „როდეზს“. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, შესვენების შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
მიქაუტაძის ანგარიშზე 6 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასია. როდეზის" ღირსებას ამირან სანაია და ნიკოლოზ ქუთათელაძე იცავენ, მაგრამ ისინი ამ შეხვედრის განაცხადში არ იყვნენ.
"მეცი“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და 2 სექტემბერს „ანსის“ უმასპინძლებს.