საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით იუწყებიან.
"მიხეილ გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა", - ნათქვამია ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს განცხადებაში.
ცნობისთვის, 1985-90 წლებში მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა, 1990-91 წლებში კი ის საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი გახდა.