ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14-ი ექსპერტისგან შემდგარი მისია კიევში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, მისიის წევრები უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მისიის მთავარ მიზანს ელექტროსადგურის ფიზიკური დაზიანების შეფასება, უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა, პერსონალის პირობების შეფასება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი ზომების განხორციელება წარმოადგენს.