იუსტიციის სამინისტროს მიერ შედგენილი დამოუკიდებელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესში ჩაერთონ - აღნიშნული ინიციატივა დღეს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ვივა მედის კლინიკასთან გააჟღერა. მისი განმარტებით, შეთავაზების მთავარი მიზანი ქართული ოცნების მხრიდან პროცესის არ გაჭიანურება გახლავთ. რადგან მთავარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. სასჯელის გადავადების იდეას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში, მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ პოლიტიკური ტემპერატურის გასაზრდელად.