ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია მაქსიმალურად შეეცდება იმის უზრუნველყოფას, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ინკლუზიური იყოს.
როგორც მდინარაძემ განმარტა, მმართველი პარტია იქამდე არ გაასაჯაროებს იმ წესს, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის შერჩევა სურთ, სანამ ოპოზიციურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მოუსმენენ. მისი თქმით, მმართველი პარტია ამ პროცესში კომპრომისებისთვის მზად არის. მისივე განმარტებით, კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი იქნება შემდეგი ეტაპი, პირველ რიგში კი უნდა შემუშავდეს წესი, რომლის მიხედვითაც ინკლუზიურობის მაღალი ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი.