პარლამენტში ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო სუბიექტებს შორის შეხვედრა იმართება. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი იზიარებს პოზიციას იმის შესახებ, რომ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა ომბუდსმენის კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან უნდა შეარჩიონ.