საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატი იუსტიციის სამინიტროს მიმართავს ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართონ და საერთაშორისო ექსპერტებთან, ასევე ცენტრ ემპათიის წარმომადგენლებთან ერთად საერთო დასკვნა დადონ.
შალვა ხაჭაპურიძის ადვოკატის განმართებით, ახლა მთავარი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა და ხელისუფლების მხრიდან დაბრკოლებების შექმნა თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
ხაჭაპურიძე ჯანდაცვის სამინისტროსაგან უმოკლეს ვადაში კიდევ სამი უცხოელი ექსპერტისთვის ლიცენზიის გაცემას ელოდება.