ბორჯომში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება, ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა გადასული, ვითარება სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, სამუშაოები სამ სექტორადაა დაყოფილი და ისინი ყველგან დასკვნით ეტაპამდეა მისული. ამ დროისთვის მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. ადგილზე ცოცხალ ძალასთან ერთად მუშაობას განაგრძობს ავიაცია.