„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი პარტია საპარლამენტო ბოიკოტის საკითხს არ განიხილავს. მისი თქმით, ფრაქციასა და პარტიაში ბოიკოტის შესახებ არანაირი გეგმა არ არის. როგორც დეკანოიძე ამბობს, კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აპირებენ და თუ ხელისუფლებას 12 პუნქტის შესრულება აინტერესებს, ერთობლივად უნდა განიხილონ ინიციატივები, რომლებსაც ოპოზიცია წარადგენს.